ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის რიტორიკა მოქმედი ადმინისტრაციის პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ძალიან შემაშფოთებელია.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა მოკვლევა დაიწყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პენსილვანიის შტატში ვიზიტთან დაკავშირებით.
ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა წერილით მიმართა თეთრ სახლს, პენტაგონსა და იუსტიციის დეპარტამენტს, რომელშიც ითხოვს დოკუმენტაციას ადმინისტრაციის მიერ სამთავრობო რესურსების სავარაუდოდ ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით.
კომერმა ასევე გაიხსენა ზელენსკის ბოლო ინტერვიუ, რომელშიც უკრაინელმა ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯეი დი ვენსი .
„მან [ზელენსკიმ] ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ვერ შეძლებენ ომის შეჩერებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა. უცხოელი ლიდერის ეს რიტორიკა, რომელიც გამოქვეყნდა აშშ-ის გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ვიზიტის წინ, ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ძალიან შემაშფოთებელია. კომიტეტი იძიებს ნებისმიერ კოორდინაციას ან კომუნიკაციას ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაციას, პენსილვანიის გუბერნატორის ოფისსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის სამთავრობო ქონების ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კომერმა.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530