„კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და მისმა ანასხლეტებმა არათუ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ არჩევნებში, არამედ საერთოდ უნდა გაქრნენ ქართული პოლიტიკიდან“ - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

"კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და მისმა ანასხლეტებმა არათუ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ არჩევნებში, არამედ საერთოდ უნდა გაქრნენ ქართული პოლიტიკიდან - საგამოძიებო კომისიაც ამას ემსახურება და ჩვენი - "ხალხის ძალის" წერილები და კომენტარები სწორედ ამას ემსახურება," - ეს განცხადება "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა იმ ოპოზიციური პარტიების საპასუხოდ გააკეთა, რომლებიც ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

მისივე თქმით, უმჯობესია, თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან პოლიტიკური ველი სხვა პოლიტიკური სუბიექტებით შეივსება.

"თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სწორი, რადგან აუცილებლად შეივსება ის პოლიტიკური ველი, რასაც ტოვებს კოლექტიური ნაცმოძრაობა," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.