„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ქაოსია, რადგან მათ საკუთარი დავალების მიმცემების, დამფინანსებლებისა და პატრონების წინაშე მათზე დაკისრებული და აღებული მოვალეობები ვერ შეასრულეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიასთან.
„ისინი [„ნაციონალური მოძრაობა“] ასეულობით მილიონი დოლარის სანაცვლოდ თავიანთ პატრონებს ჰპირდებოდნენ, რომ ქვეყანაში შეცვლიდნენ ხელისუფლებას და ამ ქვეყანას ომში ჩართავდნენ. ვერცერთი ვერ შეასრულეს, პატრონებიდან განაწყენება, შიგნით ქაოსია. ეს დაბნეულობა, აგონია ერთმანეთის ლანძღვა და დამუნათება სწორედ ამის ბრალია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.