კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" არც კი უმსჯელია და არც მიმდინარეობს მსჯელობა თვითმმართველობის არჩევნებზე - ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუპრაძე

7 თვეზე ნაკლები რჩება თვითმმართველობის არჩევნებამდე - ამ ეტაპზე, სურათი უცვლელია. მარათონში ჩართვაზე ღიად პოზიტიური პასუხი აქვს მხოლოდ "გირჩს" - პარტიაში აცხადებენ, რომ უკვე მიდის სამზადისი 4 ოქტომბრისთვის.

არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს "ნაციონალური მოძრაობა", სადაც მიაჩნიათ, რომ, არსებული ადმინისტრაციის პირობებში, არჩევნებში მონაწილეობა არ არის გამართლებული როგორც პოლიტიკურად, ასევე პრაგმატულად.

რაც შეეხება სხვა პარტიებს - პასუხი "კი" ან "არა" აქ არ აქვთ - ამბობენ, რომ დღეს ეს თემა აქტუალური არაა.

"კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველო" არც კი უმსჯელია და არც მიმდინარეობს მსჯელობა თვითმმართველობის არჩევნებზე მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მთავარი მოთხოვნა, პოლიტპატიმრებისა და იმ ახალგაზრდების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა", - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.