„თოვლი და ძლიერი ქარი“ - მომდევნო ერთი კვირის ამინდის პროგნოზი
1766404035
ევროპარლამენტარი კინგა გალი ევროკომისიას და ურსულა ფონ დერ ლაიენის „ევროპის სახალხო პარტიას“ ორმაგ სტანდარტებში, კანონის უზენაესობის დარღვევასა და ანტი-დემოკრატიულ ქმედებებში ადანაშაულებს. ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის, „პატრიოტები ევროპისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროკომისია დემოკრატიული პრინციპების დარღვევით, მისგან განსხვავებული აზრის ევროპარლამენტარების პოზიციას ბლოკავს.
გალის თქმით, ევროპის სახალხო პარტია და მისი მოკავშირეები ძალაუფლების შენარჩუნებით უფრო არიან დაინტერესებულები, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლების ინტერესთა დაცვით.
„ევროპისთვის თავად ევროკომისია წარმოადგენს პრობლემას არაერთ საკითხზე. ისინი მუდმივად კანონის უზენაესობაზე საუბრობენ, თუმცა თავად ყოველდღიურად არღვევენ კანონის უზენაესობის წესებს. საუბრობენ დემოკრატიაზე, თუმცა მათთვის მიუღებელია, რომ დემოკრატიულად არჩეულ წევრებს აზრის გამოხატვის უფლება ჰქონდეთ, თუკი ეს მოსაზრება მათ იდეებს ეწინააღმდეგება. ასეთ სიტუაციებზე მათი პასუხია დაბლოკვა - გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან თუ კოალიციებიდან. ეს ხდება ყოველდღიურად, რადგან „ევროპის სახალხო პარტია“ ბინძურ თამაშს თამაშობს“, - განაცხადა გალმა.