შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
მათ კიდევ ერთხელ გაყიდეს საკუთარი თავი, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიას აღიარებას, რომ ოპოზიციური გაერთიანების შექმნის დავალება ქვეყნის გარედან მიიღეს.
„ვხედავთ, რომ ისინი კიდევ ერთხელ ამხელენ საკუთარ თავს, რომ დავალებებს გარედან იღებენ. ჩვენი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში გვახსოვს, რომ ყველაზე უფრო დამაზიანებლები შიდა ძალები იყვნენ, რომლებიც მავნებლურ დავალებებს ასრულებდნენ. დავალებების მიღება და მხილება ჩვენი საზოგადოებისთვის არახალია. მათ კიდევ ერთხელ გაყიდეს საკუთარი თავი. თუ არ გამოუვიდათ რევოლუცია გარედან, ახლა სურთ, იქნებ შიგნით გააფუჭონ რამე, რის საშუალებასაც არ მივცემთ“, - აღნიშნა მან.