ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
საღამოს იქნება ნაძვის ხის ანთება, როგორც ხდება ხოლმე. დილით კი ბატონო, გააპროტესტონ, იყვნენ, ოღონდ იყვნენ კანონის ჩარჩოებში. არავინ არ შეეხება არასდროს ჩვენი ხელისუფლების პირობებში ადამიანებს, თუ ისინი შეტევაზე არ გადავიდნენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დილით პარლამენტთან დაგეგმილი საპროეტსტო აქციის შესახებ საუბრისას.
მისი შეფასებით, ოპოზიციას ვერანაირი გეგმა ვერ ექნება და ისინი მხოლოდ საერო მესიჯბოქსით, საკუთარი აზრის გათვალისწინების გარეშე ლაპარაკობენ.
„ისინი ხშირად ახსენებენ გეგმას, ახსენებენ სიტყვა „წამებასაც“ კი და ბოლო დროს - „კრიზისს“. თუ დააკვირდებით გარე აქტორები და შიდა ჯაშუშები რამდენად ერთი და იგივე ტერმინებს იყენებენ ხოლმე. საერთო მესიჯბოქსით, საკუთარი აზრის გაუთვალისწინებლად, ლაპარაკობენ იმას, რასაც დაავალებენ. არანაირი კრიზისი არ არის ამ ქვეყანაში. ყველა სისტემა არის გამართული. ლეგიტიმაცია არის ხალხის და შესაბამისი სადამკვირვებლო მისიის და რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ევროპის ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების და ყველაფერი ამ მიმართულებით უპრობლემოდ მიდის, მათ შორის ხვალინდელი დღეც, პრეზიდენტის არჩევნები.
დილით აქვთ რაღაც აქცია. ჩვენი მომხრეები შფოთავენ იმაზე, რომ საღამოს რა იქნება. რა უნდა ქნან, ბავშვების კონცერტზე მივლენ [აქციის მონაწილეები]? გამორიცხულია, მაგას ვინ გაბედავს. მგონია, რომ ისინიც კი ვერ მოახერხებენ ამის კადრებას. შფოთვები იყო ამასთან დაკავშირებით, რომ რაიმე პრობლემა ხომ არ არის. რა პრობლემა უნდა იყოს. ამას ვინ გაბედავს და თუ გაბედავს ვინმე, ხომ ყველა შეხედავს, მაგრამ გამორიცხულია.
საღამოს იქნება ნაძვის ხის ანთება, როგორც ხდება ხოლმე. დილით კი ბატონო, გააპროტესტონ, იყვნენ, ოღონდ იყვნენ კანონის ჩარჩოებში. არავინ არ შეეხება არასდროს ჩვენი ხელისუფლების პირობებში ადამიანებს, თუ ისინი შეტევაზე არ გადავიდნენ და მერე დამუნათებას თავი დაანებონ, შეტევის შემდეგ თუ უკან დაუბრუნდებათ პასუხი. ეს პასუხი არის ლეგიტიმური, ეს დავიმახსოვროთ ყველამ. შეტევა ძალით, ინიციირება არის არალეგიტიმური, მაგრამ შემდეგ თუ ძალას გამოიყენებს ვინმე, ეს არის ლეგიტიმური, არალეგიტიმურია, მერე წაქცეულ კაცს რომ თავზე დაახტები, პოლიციელი კი არა, ვინც გინდა, იყავი, მაგრამ საპასუხო რეაქცია ყველა შემთხვევაში არის ლეგიტიმური”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530