ხორვატიის პრეზიდენტი: ვნახე მინისტრები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის და ოპოზიციას შეუერთდნენ, არცერთ მხარეზე არ უნდა დადგე

ხორვატიის პრეზიდენტი

ვნახე მინისტრები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის და ოპოზიციას შეუერთდნენ. ვინც არ უნდა იყვნენ, არ მაინტერესებს პოლიტიკური მხარეები საქართველოში, არცერთ მხარეზე არ უნდა დადგე, – ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მისთვის მიუღებელია იდეა, რომ წნეხს ახორციელებ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც სირთულე აქვს ევროკავშირთან.

„ვნახე მინისტრები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის და ოპოზიციას შეუერთდნენ. ვფიქრობდი, მე როგორ ვიგრძნობდი თავს, ეს პოლიტიკოსები რომ ჩამოსულიყვნენ ჩემს ქვეყანაში, ჩემს დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე. ვინც არ უნდა იყვნენ, არ მაინტერესებს პოლიტიკური მხარეები საქართველოში, არცერთ მხარეზე არ უნდა დადგე. ჩემთვის მიუღებელია თვითონ იდეა, რომ წნეხს ახორციელებ მცირე, პოლიტიკურად იზოლირებული ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც სირთულე აქვს ევროკავშირთან“, – განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.