შეფერხება მეტრო „დელისზე“ - რა ვითარებაა ადგილზე
1770901333
გერმანულმა ავტოგიგანტმა BMW-მ მსოფლიო მასშტაბით ასობით ათასი თავისი ავტომობილი ხანძრის გაჩენის რისკის გამო უკან გაიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მანამდე გამოცემა Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ BMW მანქანების უკან გაწვევას აპირებდა. მედიის ცნობით, საუბარია 575 ათას ავტომობილზე.
როგორც BMW-ში აცხადებენ, შემოწმებებმა და კლიენტების საჩივრებმა აჩვენა, რომ ავტომობილებს, შესაძლოა, სტარტერის პრობლემა ჰქონდეთ. ისინი მალე ცვდება, რაც ხანძრის გაჩენის რისკს ქმნის.