„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
"არა რუსულ კანონს" სკანდირებენ აქციაზე.
პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პირველი მოსმენით, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაანონსდა, რაც უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მწვავე პროტესტის მიუხედავად, სხდომა მაინც დაიწყეს.
აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.