პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საკუთარი არჩევანი "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ უკვე გააკეთა.
მან არჩევანი საჩხერეში, სოფელ სხვიტორში დააფიქსირა. ტალახაძის თქმით, ხმა მისცა, მშვიდობას, ერთობასა და ქვეყნის ევროპისკენ სვლას.
ტალახაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. რაც შეეხება საარჩევნო ტექნოლოგიებს, მისი თქმით, პროცესი მარტივია და ამაში უბანზე მისული ამომრჩეველი დარწმუნდება.
დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.