შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1759561441
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა.
"ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. დღეს, როგორც არასდროს, არჩევანი არის ძალიან მარტივი - არჩევანი არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სოფლებისა და ქალაქების მშვიდობიან, სტაბილურ, განგრძობად განვითარებასა და იმ დესტრუქციას და აგენტურულ საქმიანობას შორის, რომელსაც ვხედავთ, განსაკუთრებით, ბოლო წლებია", - აცხადებს ირაკლი კირცხალია.