Google-ს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში სერიოზული შეფერხება აქვს - რა დეტალებია ცნობილი
1756972138
რას გულისხმობს ოპოზიცია "მშვიდობიან დამხობაში"? - ლევან ხაბეიშვილის გეგმაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ პოლიტიკოსები. "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს და ყველას, ვინც კანონის დარღვევას ფიქრობს, მოსალოდნელ შედეგებს ახსენებენ.
"ჩვენ არაერთხელ გვსმენია ხაბეიშვილის დაპირებები და, რა თქმა უნდა, ეს დაპირებაც იქნება ისეთივე საპნის ბუშტივით, როგორიც იყო აქამდე. ჩვენ ყველანი ვნახავთ, რომ 4 ოქტომბერს ძალიან მშვიდ რეჟიმში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები", - აღნიშნა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.
"მშვიდობიან დამხობასა" და 4 ოქტომბრის რევოლუციაზე ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა. მის პოზიციას იზიარებენ პარტიაშიც.