გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
1742211497
კარგია, როდესაც კონსულტაციების საფუძველზე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დაინიცირდა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით რეალიზატორების მიმართ სანქციების გამკაცრება, - განუცხადა ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ეს საკითხი უდიდესი გამოწვევაა მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში.
„კარგია, როდესაც კონსულტაციების საფუძველზე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დაინიცირდა გამკაცრება იმ სანქციების, რასაც ჰქვია რეალიზატორების მიმართ სანქციების გამკაცრება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს არის უდიდესი გამოწვევა, სხვათა შორის, მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში.
აქედან გამომდინარეობს ზუსტად ეს ცვლილებები, რომ როგორც რეალიზატორების მიმართ იყოს მკაცრი მიდგომა, ასევე მომხმარებლების მიმართაც გარკვეული შეზღუდვები არსებობდეს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ. ცვლილება შედის რვა კანონში.