თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732726137
,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა.
ვაშაძე ყველას მოუწოდებს, რომ უსამართლო განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.
"ნინოსაც და სხვებსაც მოვუწოდებ, კარგად გაიაზრეთ, როცა ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ ყველა ერთად, ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელსაც უნდა, რომ საქართველო დაუქვემდებაროს რუსეთს და ნუ გვაქვს უეცარი აღტყინებები. არცერთ შემთხვევაში მე ამას არ ვუპასუხებ, ყველამ კარგად გავიაზროთ, ეს მოთხოვნა, რაც იყო დაყენებული, ეს არის დღესაც", - განაცხადა ვაშაძემ ,,ფორმულასთან".
ცნობისთვის, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა".