რატომ არ უნდა მოკლათ გველი - როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
1756066857
კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსით საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა, უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს. ევროკომისიამ პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში, კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობა 38-ე ადგილზე გავიდა.
რეიტინგში საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს: იტალიას, რუმინეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, პოლონეთს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მონტენეგროს და თურქეთს. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის რეიტინგით ევროპაში ფინეთი, დანია, შვეიცარია, ნორვეგია და შვედეთი ლიდერობს, ევროპის უკანასკნელ ხუთეულში კი ბელარუსი, რუსეთი, ბოსნია, უკრაინა და მოლდოვა არის გამწესებული.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტი აწარმოებს. ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.