ამერიკის მწვანე ბარათის შედეგები ცნობილია
1746288429
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტებთან დაკავშირებით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, კანონპროექტების ვენეციის კომისიაში გაგზავნა, ევროპული ინსტიტუტების სრულ პატივისცემას ნიშნავს. როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან კანონპროექტების დაკავშირება სპეკუცალიურ ხასიათს ატარებს.
"დამიჯერეთ, ჩვენს სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისათვის. ამას აქვს თავისი მიზეზი, რა არის ცუდი განვითარება. ცუდი განვითარება არის ბაკურიანის შეკრების დაფინანსება, ცუდი განვითარება არის სირცხვილიას, დროას და სხვა ექსტრემისტები დაფინანსება. ამ ძალების მხარდაჭერა არის ცუდი განვითარება. ამ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება ის, რომ ეს ყველაფერი გახდება გამჭვირვალე და საბოლოო ჯამში, ის ძალები, რომლებიც აფინანსებდნენ საქართველოში რადიკალის პოლარიზაციას, მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედებების დაფინანსებისგან. ეს იქნება ამ კანონის შედეგი. ჩვენ გვაინტერესებს შედეგი და ეს შედეგი გამომდინარეობს სწორედ ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან.
ამ კანონპროექტის დაკავშირება კანდიდატის სტატუსთან, არის სპეკულაცია, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატეთ ევროპული ინსტიტუტების მიმართ, იმით რომ გავაგზავნეთ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, რაც თავიდანვე იყო დაპირებული. ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიიდან დასკვნას, საზოგადოებას იმაშიც კი ატყუებდნენ, რომ თითქოს კანონი უკვე მიღებული იყო. გუშინ, საზოგადოების 90%-მა იცოდა ტყუილი, რომ თითქოს პარლამენტმა დაასრულა ამ კანონის მიღება. თქვენ ხომ იცით, რომ ეს ტყუილია, მაგრამ საზოგადოების 90% დააჯერეს ამ ტყუილში. ვენეციის კომისიაში გაგზავნა ნიშნავს ევროპული ინსტიტუტების სრულ პატივისცემას. ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიიდან დასკვნას და ამის შესაბამისად გავაგრძელებთ ბუნებრივია, მოქმედებას. მაგრამ, როდესაც გეუბნებიან, რომ შენ რაღაცაზე მსჯელობაც კი არ უნდა დაიწყო, ეს არის სახელმწიფოს და საზოგადოების ღირსების შელახვა. ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა იმ თემაზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რელევანტური. რაც შეეხება ევროპული ინსტიტუტების პატივისცემას, კანდიდატის სტატუსის მოფრთხილებას, ეს ყველაფერი გამოხატულია იმით, რომ დოკუმენტი უკვე გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, მინიმუმ სამი თვე დასჭირდება იქიდან დასკვნის მიღებას და ამის შემდეგ გაგრძელდება პროცესი. აქედან გამომდინარე, კანდიდატის საკითხთან ამ პროექტის დაკავშირება, არის წმინდა წყლის სპეკულაცია," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.