"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის პროცედურებს სიების ჩახსნასთან მიმართებაში. ეს იქნება საკანონმდებლო ორგანოში, იმ პირთა მიმართებაში, რომლებიც უფლებამოსილებას განახორციელებენ, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
კალანდარიშვილის თქმით, ასევე არის გარკვეული პროცედურები, როდესაც არამანდატმოპოვებული პირების შემთხვევაში ცესკო-ში მიმართვიანობა უნდა განხორციელდეს.
„ამ ყველაფერს აქვს თავისი პროცედურები და თუ ვინმეს აქვს ამის სურვილი, მათ შეუძლიათ, იხელმძღვანელონ კანონმდებლობით და მიიღონ ზომები. ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.