პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის ცნობით, კამალა ჰარისი ამ ღამით მხარდამჭერებს სიტყვით არ მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოქალაქეების ნაწილმა კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბი და ასევე მხარდამჭერთა შეკრების ადგილი დატოვა.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, მხარდამჭერებმა შეკრების დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცნობილი გახდა ორი ე.წ. მერყევი შტატის – ჩრდილოეთ კაროლინისა და ჯორჯიის წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმადაც აღნიშნულ შტატებში დონალდ ტრამპი იმარჯვებს.
ამასთან, დონალდ ტრამპს ელოდებიან ფლორიდაში, უესთ პალმ ბიჩში გახსნილ საარჩევნო შტაბში, სადაც ის სავარაუდოდ სიტყვით მიმართავს მხარდამჭერებს. ადგილზე, რესპუბლიკელი კანდიდატის სხვა მომხრეებთან ერთად, იმყოფება მილიარდერი ილონ მასკი, ასევე რობერტ კენედი უმცროსი და ტულსი გაბარდი.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051
ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1777577588