კახეთში რომ ჩასულიყო პასუხს მოსთხოვდნენ, რას უპირებს ქართულ ღვინოს?! როგორი შეხედულება აქვს ქართულ ტრადიციებზე, ენასა და ღვინოზე, ამიტომ გადამალეს - მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

ეგ რომ კახეთში ჩასულიყო, კახელები პასუხს მოსთხოვდნენ იმაზე, რას უპირებს ქართულ ღვინოს?! როგორი შეხედულება აქვს ზოგადად ქართულ ტრადიციებზე, ქართულ ენასა და ღვინოზე, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ნიკა გვარამიაზე საუბრისას.

„ამოატივტივებდნენ ვიდეოს, სადაც იგივე გვარამია გამოდის და აგინებს ქართულ ღვინოსა და ტრადიციებს. შესაბამისად უთხრეს, რომ გადაგმალავთ, მერე მელიას სხვაგან გადამალავენ და ასეა ზუსტად იმ ე.წ. ოპოზიციის საქმე, რომელსაც ნაგინები აქვს ყველაფერ ქართულზე და ახლა ჩადის ქართველ ხალხთან და ეუბნება, ხმა მომეცი იმიტომ, რომ მერე იქიდან გაგინო შენ, შენს ღვინოსა და ტრადიციებსო. ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას შანსები აქვს მინიმუმი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა მელია ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს გაექცა, ნიკა გვარამია კი კახეთში საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაზე არ ჩავიდა.