„იმედია, ეს არ გამართლდება... ძალიან მძიმე სანახავი იყო“ - რა იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ
1746647632
ვაკვირდებით პროცესებს და ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს, იმედი გვაქვს, ომიც მალე დასრულდება და „დიფ სთეითიც“ დამარცხდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
კალაძის თქმით, „დიფ სთეითი“ თუ დამარცხდება, საქართველოსთან მიმართებითაც აბსოლუტურად გადალაგდება ურთიერთობები.
„ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ვაკვირდებით პროცესებს. აშშ-ის პრეზიდენტი როდესაც დონალდ ტრამპი გახდა, პირველ პრიორიტეტად დაასახელა „დიფ სთეითის“ დამარცხება. შესაბამისად, დღეს „დიფ სთეითი“ არ არის დამარცხებული. ასევე მისი პრიორიტეტი იყო ომის დასრულება, არც ომი არ არის დასრულებული. ვაკვირდებით და ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს ამ კონკრეტული მიმართულებით და იმედი გვაქვს, ომიც მალე დასრულდება და „დიფ სთეითიც“ დამარცხდება. „დიფ სთეითი“ თუ იქნება დამარცხებული, რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებითაც აისახება ურთიერთობები და გადალაგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.