მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
"ეს ადამიანები, თავიანთი ქმედებებით, ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას, მის მომავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობის შენარჩუნებას და ა.შ." - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე შეკითხვას ოპოზიციის ლიდერების ნაწილისთვის გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით.
ამასთან, კითხვაზე - შეიძლება თუ არა ამავე საქმესთან დაკავშირებით ბრალი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსაც წაუყენონ, მერი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.
"ამაზე ვრცელი განმარტება გააკეთა საგამოძიებო უწყებამ, მე დამატებით ვერაფერს გეტყვით, თუ ვინ შეიძლება კიდევ იყოს გამოძიების ქვეშ. არ მაქვს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა რაც შეეხება ბრალდებას, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმეა და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ეს ადამიანები, თავიანთი ქმედებებით, ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას, მის მომავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობის შენარჩუნებას და ა.შ." - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკოსს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა მოეთხოვება.
"როდესაც ხარ პოლიტიკოსი, პირველ რიგში, უნდა ატარებდე შენი ქვეყნის ინტერესს, უნდა იცავდე შენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესს. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებიან თავიანთ გარე პატრონებს", - განაცხადა კახა კალაძემ.