წყალი 36 საათით შეწყდება - ნახეთ, მისამართები და გრაფიკი დეტალურად
1790191248
ნიკა გვარამია ბოლო პერიოდში მოღალატეობრივი განცხადებებით გამოირჩევა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ საქართველოს გაერთიანების საკითხში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.
„გვარამიამ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა მსგავსი განცხადება, ჩვენი ტერიტორიების დაკარგვაზე. პარალელებს ავლებდა ყარაბაღთან და სომხეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი დამოკიდებულება ასეთია – ჩვენი პოლიტიკით, ქმედებებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევძლოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებით და გაძლიერებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.