ილია თოფურიას დედა, შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
1765968994
როდესაც ვისმენთ ცრუ განცხადებებს, თავდასხმებს, როგორ გგონიათ, ჩუმად უნდა ვიყოთ და ხალხს სიმართლე არ უნდა ვუთხრათ?, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროსაბჭოს გაფართოების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის შეფასებისას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ისეთი განცხადებები, რომლებიც ევროკავშირის პოზიციებს ეწინააღმდეგება.
კახა კალაძის განმარტებით, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს სიმართლე და ჰქონდეს გამჭვირვალე ინფორმაცია, ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან და ვის მიერ ფინანსდება.
„დღეს საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია. როდესაც ვისმენთ ცრუ განცხადებებს, თავდასხმებს, როგორ გგონიათ, ჩუმად უნდა ვიყოთ და ხალხს სიმართლე არ უნდა ვუთხრათ? პირიქით, ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე. თუ ასეთი მართლები არიან, რატომ ეწინააღმდეგებიან მაშინ გამჭვირვალობის კანონს? როდის გახდა გამჭვირვალობა ცუდი?“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ეს არასწორ ნაბიჯად შეფასდა.
„ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი იყო. მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ, გაკონტროლებულიყო უცხოეთიდან შემოსული ის თანხები, რომელიც გაზულუქებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მიდიოდა და თან გვეუბნებოდნენ, თითქოს სასიკეთო პროექტებში, კეთილ საქმეებში იხარჯებაო, ამ ყველაფრის აღკვეთა დავიწყეთ - ვამბობდით, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი, მერე გამომდგარა გამჭვირვალობა ცუდი და თურმე როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ გამჭვირვალობაზე ისაუბროს. რეალურად ეს თანხები ქართულ პოლიტიკას, ქართველების დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღრმავებას, ექსტრემიზმის, ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას ხმარდებოდა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.