VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
თბილისის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.
დედაქალაქის მერმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის სასახლეში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ქართველი იუნკერების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას. მარადიული ხსოვნა იყოს 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების“, - განაცხადა კახა კალაძემ.
23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი პარლამენტის სასახლეში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში აღევლინა.