„ექიმმა მითხრა, აღარ არის შენი შვილი, გარდაიცვალა...“ - სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
1740394243
დღეს ყველა ვხედავთ, თუ რა მოცემულობის წინაშე დგას ქვეყანა და ძალიან მარტივია ადამიანმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
„ვხედავთ რამხელა ზეწოლა და შემოტევაა ქვეყანაზე. ამას აქვს მხოლოდ ორი მიზეზი: ერთი ის, რომ ჩვენ არ დავიწყეთ ომი და ქვეყანაში არ გავხსენით მეორე ფრონტი და მეორე ის, რომ არ შევუერთდით სანქციებს. ერთიც და მეორეც დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი ხალხისთვის.
ჩვენ შეიარაღებულები ვართ სიმართლით და ვერავინ ვერ შეძლებს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს დაჩოქებას,“ - განაცხადა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე.
თბილისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა. მხარდამჭერთა კლუბი რუსთაველის #28-ში მდებარეობს.