ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
ევროპაში ყველა ქვეყანას განსაკუთრებული თავისი ნიშა აქვს და ჩვენც აუცილებლად ჩვენი უნდა გვქონდეს, - განაცხადა ჯგუფ „New one“-ის წევრმა, თიკა ბალანჩინიმ ქედაში, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირში გავწევრიანდეთ, გავუერთიანდეთ ამ დიდ ოჯახს და რა თქმა უნდა, ჩვენი იდენტობის დაცვით. თუ შევხედავთ, ევროპაში ყველა ქვეყანას განსაკუთრებული თავისი ნიშა აქვს და ჩვენც აუცილებლად ჩვენი უნდა გვქონდეს, რაც გვაქვს, ღირსეული, ქართველებს“, - განაცხადა ბალანჩინიმა.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. ქედას გარდა, ამ წუთებში მხარდამჭერი ღონისძიებები ასპინძასა და ახალქალაქში მიმდინარეობს.