გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს ქვეყანაში, ყველა რეგიონში იყოს მშვიდობა და ემღერებოდეს და მუსიკის ხმა ისმოდეს საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ გლობალურ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, - განაცხადა ჯგუფ New one-ის წევრმა თიკა ბალანჩინიმ ჩოხატაურში, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები ჩოხატაურის გარდა, წყალტუბოსა და ხულოშიც მიმდინარეობს.
ჯგუფები „ურსა“, „დრონი“, „რეზო და ბავშვები“, „ნიუ ვანი“, „გორდელა“, „ქუჩის მუსიკოსები“, ასევე მომღერლები ნუცა ბუზალაძე, დათუნა მგელაძე და კიდევ არაერთი მუსიკოსი მმართველ პარტიას მხარდაჭერას უცხადებენ.
ისინი სრულად იზიარებენ „ქართული ოცნების“ მთავარ გზავნილს: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ!