ჯერჯერობით კვლევის, ინფორმაციის გადამუშავების ეტაპია და განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით, სანამ არ გადავალთ მიღებული ინფორმაციის ანალიზზე - გიორგი შარაშიძე სურსათის ფასებზე

გიორგი შარაშიძე

 სასურსათო პროდუქციის ფასის დარეგულირების მიზნით შექმნილი კომისია დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბება.

რიგით მეოთხე შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით ჩაივლის. საკითხზე საპარლამენტო კომისია სამთავრობო გუნდთან კოორდინირებულად მუშაობს. მხარეები დარწმუნებული არიან, რომ კარგად გათვლილი და შეთანხმებული ნაბიჯებით, სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნება.

პროცესს სიფრთხილით უყურებენ გახარიას გუნდში. პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, მოქალაქეების პროდუქტზე მაღალ ფასს რომ იხდიან "ქართული ოცნების" არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია.

"ჯერჯერობით, არის კვლევის ეტაპი, ინფორმაციის მიღების და გადამუშავების ეტაპი და რაიმე განსაკუთრებულს ვერ გეტყვით მანამ, სანამ არ გადავალთ ამ მიღებული ინფორმაციის ანალიზზე.

ფასები, რა თქმა უნდა, მაღალია ამ ქვეყანაში, აქ კითხვა ისმის "ოცნებას" როდის გაახსენდა ეს - გაახსენდა ძალიან გვიან და სამწუხაროდ უჭირს იმის აღიარება, რომ ჩვენი მოქალაქეები არასამართლიანად გაზრდილ ფასებს რომ იხდიან, მათ შორის საკვებ პროდუქტებში, ეს პირველ რიგში, "ოცნების" არასწორი ეკონომიკის შედეგია", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.