დამალული საიდუმლო - ქალი, რომელიც სიყვარულის გამო დედამ ოთახში 25 წელი გამოამწყვდია
1740162414
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდისათვის განსახორციელებელ საზედამხედველო საქმიანობის გეგმის პროექტზე იმსჯელა და ერთხმად დაამტკიცა.
„დეტალურად განვსაზღვრეთ საგაზაფხულო სესიაზე საზედამხედველო საქმიანობის კუთხით განსახილველი საკითხები. დაგეგმილი გვაქვს კომიტეტის გასვლითი სხდომები და სამუშაო შეხვედრები დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, როგორც ცალკეულ უწყებებში, ასევე მოსახლეობასთან, რათა ადგილზე შევისწავლოთ მათი პრობლემები“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
გეგმის თანახმად, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში კომიტეტს დაგეგმილი აქვს ინფორმაციის მოსმენა: დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროგრამების მიმდინარეობის შესახებ, „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის თაობაზე, ფარმაცევტულ სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მიმდინარეობის შესახებ, არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე და ა. შ.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, კომიტეტში შეიქმნა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭო.
როგორც ზაზა ლომინაძემ განაცხადა, საბჭოს შემადგენლობა 26 წევრით განისაზღვრება, რომელიც გააერთიანებს სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურებში მომუშავე პროფესიონალებს და დამოუკიდებელ სპეციალისტებს. საბჭოს საქმიანობის მიზანია ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის გაძლიერება.