გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
ჯახის ორგანიზატორი არის მთავარი დამნაშავე ამ ვითარებაში, დაშავდნენ პოლიციელები, ჩვენი შვილები, ღირსეული ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერთა უმრავლესობაც ფიქრობს, რომ ქვეყანა უნდა გადარჩეს.
„შემაშფოთებელია ეს თემა, რადგან როგორც ერთ მხარეს, პოლიციელებს ვგულისხმობ, ასევე მეორე მხარეს, დგანან ახალგაზრდები, საქართველოს მოქალაქეები. ვის სწორი პოზიცია აქვს და ვის არასწორი, ეს გამოჩნდება სულ უახლოეს პერიოდში, მაგრამ ვინც მართავს ამ პროცესებს და ამის უკან დგას, მათი მავნებლობის ხარისხის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად გვევლინება ეს დაშავებული პოლიციელები და თუნდაც, დაშავებული ახალგაზრდები. ჯახის ორგანიზატორი არის მთავარი დამნაშავე ამ ვითარებაში, როდესაც ადამიანები დაშავდნენ, პოლიციელები, ჩვენი შვილები, ღირსეული ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს იცავენ.
რასაკვირველია, მეორე მხარესაც არიან ადამიანები, ვინც ან არ უწყიან, რაშია საქმე და რა პროცესებში იღებენ მონაწილეობას, ან არიან საგანგებოდ გაწვრთნილი, რათა ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ; გზა გაუხსნან ამ მავნებელთა, ადამიანის სისხლში დასვრილთა ამ კოჰორტას პოლიტიკური სუბიექტებისა ხელისუფლებისკენ. რაც არ მოხდება, ვერ მოხდება, რადგან ეს არის მილიონ 200 ათასი ადამიანის ნების საწინააღმდეგო და დამერწმუნეთ, უმრავლესობა ოპოზიციის მხარდამჭერებისა ზუსტად ასე ფიქრობს, ქვეყანა უნდა გადარჩეს. ეს არის ჩვენი ამოცანა და ყველას მადლობა, ვინც ამ ამოცანის გასათვალისწინებლად ოფიციალური პოზიციიდან თუ არაოფიციალურიდან მყარად დგას თავის ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე“, – აღნიშნა ვოლსკიმ.