უჩა ჭაბაშვილი მიმართვას ავრცელებს
1758225288
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში სლოვაკეთთან ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველი მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და ფინალური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა – 4:1.
ავთანდილ ასათიანის გუნდი მე-12 წუთზე სტანდარტის გათამაშების შემდეგ არჩილ სებისკვერაძემ დააწინაურა. 22-ე წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ უპირატესობა ორამდე გაზარდა. სლოვაკები მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდნენ, ტემპსაც მოუმატეს და 25-ე წუთზე სებასტიან ბაჩოს გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს.
35-ე წუთზე სებისკვერაძემ საჯარიმო იმდენად ძლიერად შეასრულა, რომ მეკარემ ბურთის შეჩერება ვერ შეძლო და ორბურთიანი სხვაობა აღდგა. მალევე შოთა თოფურიამ სწრაფი კონტრშეტევა ეფექტური გოლით დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის საპასუხო მატჩი საქართველოსა და სლოვაკეთს შორის 23 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრას ბრატისლავა უმასპინძლებს.