ინტენსიური თოვის გამო, გზებზე შეზღუდვები დაწესდა - გაფრთხილება მძღოლებს
1732634168
2028 წლისთვის იუსტიციის სახლის მოქმედების არეალი სრულად დაფარავს ყველა მუნიციპალიტეტს. გაგრძელდება „მობილური იუსტიციის სახლების“ პროექტიც, რომელიც ბატონი რატი ბრეგაძის ინიციატივა იყო. დაგეგმილია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა მობილური
აპლიკაციის მეშვეობითაც და ამ მიმართულებითაც მოქალაქეებს ექნებათ შესაბამისი სერვისების მიღების შესაძლებლობა, ‒ ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში გაგრძელდება სერვისების მიწოდების ეფექტიანობის შემდგომი ამაღლება, რათა უმაღლესი სტანდარტით მოხდეს სერვისების შექმნა, მიწოდება და ხარისხის კონტროლი.
„ერთ-ერთი საკითხი უკავშირდება დამისამართების პროექტს და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების პროექტების დამტკიცებას. გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა პარლამენტთან. ზუსტი მისამართების არსებობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო და კერძო სერვისების დროულ და უფრო ხარისხიან მიწოდებას. გაგრძელდება და დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტიც და ყველა იმ სხვა მნიშვნელოვან სერვისზე მუშაობა, რაც სამთავრობო პროგრამით არის გათვალისწინებული“, ‒ განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა.