1736011591
იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან ხარანაული დანიშნა
იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან ხარანაული დანიშნა, - ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს Facebook-გვერდზე ვრცელდება.
"ლევან ხარანაული სამართლის დოქტორი და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; არის არაერთი სამეცნიერო კვლევისა და მონოგრაფიის ავტორი", - ვკითხულობთ პოსტში.