1692302192
იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ლაშა მაღრაძე და გიორგი დგებუაძე ანდორის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ჯოან ანტონი ლეონ პესოს შეხვდნენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ლაშა მაღრაძე და გიორგი დგებუაძე ანდორის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ჯოან ანტონი ლეონ პესოს შეხვდნენ.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
მინისტრის მოადგილეებმა სახელმწიფო მდივანს იუსტიციის სამინისტროს ძირითადი კომპეტენციები და პრიორიტეტები გააცნეს.
შეხვედრაზე აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობაც ციფრული მმართველობის საკითხებში, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს შორის მიმდინარე წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდებ