იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა

თამარ ზოდელავა

იუსტიციის მინისტრის პაატა სალიას მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„თამარ ზოდელავა პროფესიით იურისტია. განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ბრემენის უნივერსიტეტში. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროექტების მენეჯერად. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იკავებდა სსიპ „სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის თანამდებობას“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.