„დედა გაოცებულია მტრედების საქციელით, მათ თბილად ეუბნება...“ - კადრები საბერიოდან
1736851696
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დანიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტია. მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ირაკლი ბერაიას აქვს საკანონმდებლო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; ის იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. ირაკლი ბერაიას პოლიტიკურ საქმიანობამდე წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო სექტორში“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.