VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართველები ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ იმ საფრთხეების მიმართ, რომელიც ბუნებრივად ყოველთვის არსებობს ქვეყნისთვის, რომელსაც სურს დამოუკიდებლობა არა მხოლოდ იმ მხრივ, რომ ჰქონდეს საკუთარი საზღვარი, ჰიმნი და დროშა, არამედ თავად განსაზღვროს საკუთარი საზოგადოების განვითარება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა იუნკრების დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„დღეს აღვნიშნავთ იუნკრების ხსოვნის დღეს, როდესაც მოხდა მე-11 არმიის შემოჭრა საქართველოში, რომელსაც წინ აღუდგა ქართული არმია და მათში გამორჩეულები იყვნენ ომში გამოუცდელი ახალგაზრდები - იუნკრები. ისინი პირველები შეეგებნენ მტერს და ბევრი მათგანი ბრძოლის ველზე დაეცა. ეს დღე ჩვენ გვაგონებს, თუ რამდენად რთულია ის გარემო, სადაც საქართველო ისტორიულად ვითარდებოდა. ჩვენთვის ახალი არ არის საფრთხეები, რომელიც ამ რეგიონშია. 1921 წელსაც საფრთხეები რეალიზდა იმ მხრივ, რომ მოხდა ჩვენი ქვეყნის გასაბჭოება, რაც ნიშნავს, რომ მოხდა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაპყრობა, არამედ ჩვენი მოსახლეობის გონების დაპყრობაც მაშინ, საბჭოთა იდეოლოგიით საზოგადოების გაჟღენთვა.
ეს საფრთხეები არსად მიდის. ჩვენი სახელმწიფოებრიობის 3000 წლის განმავლობაში მუდმივად გვიწევდა ასეთ საფრთხეებთან გამკლავება, ასეთი განლაგება გვარგუნა ბედმა, რომ ბევრ ქვეყანას ჰქონია ინტერესი ამ ქვეყნის, ამ ხალხის, ამ ტერიტორიის მიმართ და ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართველები ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ იმ საფრთხეების მიმართ, რომელიც ბუნებრივად ყოველთვის არსებობს ქვეყნისთვის, რომელსაც სურს დამოუკიდებლობა არა მხოლოდ იმ მხრივ, რომ ჰქონდეს საკუთარი საზღვარი, ჰიმნი და დროშა, არამედ თავად განსაზღვროს საკუთარი საზოგადოების განვითარება. საფრთხეები დღესაც არსებობს იმის, რომ დაიპყრონ ჩვენი საზოგადოების გონებები, აურიონ გონება გამოგონილი იდეოლოგიით, გაახედონ სხვა დროშისკენ, ამღერონ სხვა ჰიმნი და სხვა ქვეყნების, თუ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებით ატარონ და არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით.
ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დღეს ერთის მხრივ ჩვენი იუნკრების, მათი გმირობის გახსენება, მეორეს მხრივ ყველამ ჩვენ თავს უნდა შევახსენოთ, რომ იუნკრების გმირობა გარდა იმისა, რომ მოგონებული უნდა იყოს, ასევე გააზრებული უნდა იყოს, თუ რაში მდგომარეობდა ის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.