„ჯარიმა ამ შემთხვევაში 5000 ლარია“ - გადაწყვეტილება რომელიც უნდა იცოდეთ
1754401558
ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს.
"ისრაელი ირანში სამხედრო ობიექტებზე ზუსტ დარტყმებს ახორციელებს", - განაცხადა ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა.
ისრაელის არმიაში აღნიშნეს, რომ ეს საპასუხო დარტყმაა ირანის მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე.
"როგორც ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს, ისრაელის სახელმწიფოს უფლება და ვალდებულება აქვს საპასუხო ზომები მიიღოს", - განაცხადეს "ცაჰალში".