მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოქალაქის, ილია ნოზაძის ოჯახს, რომელიც ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და გუშინ ტერაქტის დროს ტრაგიკულად დაიღუპა. განცხადებას საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოქალაქის, ილია ნოზაძის ოჯახს, რომელიც ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და გუშინ ტერაქტის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.
ტერორიზმი არავის ინდობს - განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა თუ ასაკისა. ამ საზარელ მოვლენას, როდესაც პალესტინელმა ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს ისრაელის ცენტრში, თელ-ავივში, შვიდი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა.
მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმთან და მის წამყვან მხარდამჭერ - თეირანის რეჟიმთან ბრძოლაში “, - წერს ელჩი.