1692302192
ისრაელის არმია: ირანის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმა დასრულდა, მისია შესრულებულია

ირანის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმა დასრულდა, მისია შესრულებულია, - განაცხადესისრაელის თავდაცვით ძალებში.
ისრაელის არმიაში აღნიშნეს, რომ ისრაელმა დაასრულა ზუსტი და მიზანმიმართული საჰაერო დარტყმები ირანში მდებარე სამხედრო ობიექტებზე.
„ჩვენი თვითმფრინავები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სახლში“, - აღნიშნეს „ცაჰალში“.
ისრაელის საჰაერო ძალებმა დაარტყეს რაკეტების წარმოების ობიექტებს, ასევე ირანის საჰაერო შესაძლებლობებს.
ისრაელის არმიაში აღნიშნეს, რომ ეს საპასუხო დარტყმაა ირანის მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე.