„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში ბოლო საათებში შეინიშნებოდა ეჭვმიტანილების შესვლა სამხრეთ ლიბანის რამდენიმე რაიონში, ზოგიერთ კი ავტომობილებით გადაადგილდებოდა, რაც წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას.
სამხედროები ამბობენ, რომ მათ ცეცხლი გაუხსნეს ეჭვმიტანილებს მარკაბას რაიონში გამაფრთხილებელი გასროლით, თუმცა მათი მოკვლა გამიზნული არ ყოფილა.
ლიბანური მედიის ინფორმაციით, უპილოტო აპარატით თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ლიბანური მედია წერს, რომ გარდა ამისა, მერკავას ტანკმა ჭურვი ესროლა ქალაქ ალ-ვაზანს, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ლიბანში.