„ისინი რევოლუციისთვის და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ემზადებიან“ - ეკა სეფიაშვილი

ეკა სეფიაშვილი

მმართველი გუნდის შეფასებით, პრეზიდენტის ჩართულობით, ორბელიანების სასახლეში ე.წ. ტექნიკური მთავრობისა და რიგგარეშე არჩევნების დეტალებზე შეთანხმებისთვის შეხვედრები ძალადობრივი და არაკონსტიტუციურია.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის“ წევრის, ეკა სეფიაშვილის განცხადებით, არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, მსგავსი ინიციატივები დასტურია, რომ განხილვებში მონაწილე მხარეები ქართველ ამომრჩეველს პატივს არ სცემენ.

“არის მხოლოდ იმ ფაქტის დადასტურება, რომ ისინი რევოლუციისთვის და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ემზადებიან. ტექნიკური მთავრობა რატომ უნდა შედგეს, თუ ხელისუფლებაში ლეგიტიმურად, არჩევნების გზით, მმართველი პარტია მოვა.

თავისთავად ცხადია, რომ ეს არის მათი გეგმები, იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად იციან, ვერ გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. ეს არის ძალადობრივი, არაკონსტიტუციური და არადემოკრატიული გზა. რასაც, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს“, - განაცხადა ეკა სეფიაშვილმა.