ხვალ მაგნიტური შტორმია - რას უნდა ველოდოთ დედამიწაზე
1745439273
არაერთხელ ვთქვით, რომ 2020-ის არჩევნების პარალელური დათვლები გაყალბდა და ეს თავადაც აღიარეს, თუმცა ამაზე პასუხი არ უგიათ და ახლა 2024 წლის არჩევნებზე მათი შედეგები ცესკო-ს შედეგებს დაემთხვა, თუმცა არ თქვეს, რომ სწორია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, გამოაქვეყნეს, რომ ცესკო-ს შედეგები სწორია, მაგრამ ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.
„ამაზე ჩვენების მიცემა და იმის დამტკიცება მოუწევთ, რატომ ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს, ვერც გაყალბების, ვერც ფარულობის დარღვევის. საჯაროდ მტკიცებულება აქვთ გამოქვეყნებული, რომ ცესკო-ს შედეგები სწორია, რადგან მას ემთხვევა. რატომ გაყალბდა არჩევნები, პროკურატურაში ამის მტკიცება მოუწევთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ისფედ-ში აცხადებენ, რომ პროკურატურისგან მიიღეს წერილი, რომლითაც სთხოვენ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და მიღებული დასკვნების ამსახველი დოკუმენტაციის გაგზავნას.