„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ევროპარლამენტში გამართული დებატების შემდეგ, ისევ აქტუალურია სადავო კანონების გაუქმების საკითხი. "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია რატომ შეიძლება განიხილებოდეს ქვეყნისთვის ბარიერად კანონი სახელწოდებით - "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ".
შინაარსობრივ განხილვაში არ შედის ოპოზიცია, სადაც აღნიშნავენ იმას, რომ ყველა კანონი, რაც აფერხებს ევროინტეგრაციას უნდა გაუქმდეს.
"ყველა კანონი, რომელიც ამ რეჟიმმა მიიღო, უნდა იყოს კრიტიკული გადახედვის საგანი. ბევრ კანონს დასჭირდება გადახედვა და შესაბამისი რევიზია. ამის თაობაზე უნდა მოხდეს საერთო, საყოველთაო დემოკრატიული მსჯელობა, ოღონდ ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეული რეალური უმრავლესობა დაიკავებს საკუთარ მანდატებს ლეგიტიმურ პარლამენტში", - აცხადებს ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრი გრიგოლ გეგელია.
გიორგი გახარიას გუნდი კი, ფიქრობს, რომ ეს კანონი ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს, თუმცა ის ნაწილი, რომელიც იცავს ბავშვებს, გახარიას აზრით, დასატოვებელია:
"ის ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას გასაუქმებელია. ის ნაწილი, რომელიც იცავს ბავშვებს, არის დასატოვებელი და შეიძლება, გასამკაცრებელიც. "ოცნება" იმიტომ არის უვარგისი, რომ ჩვენი მშობლების სიყვარულსა და ბავშვების დაცვის ზურგს ამოეფარა და მერე ამას უკავშირებს ევროპას", - აღნიშნავს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია.