1734811100
ის განცხადებები, რასაც ვისმენთ თუნდაც ზელენსკის მხრიდან, მეტყველებს უკრაინის უმძიმეს მდგომარეობაზე - კახა კალაძე
„მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებებს.
„რეალურად, უმძიმეს მდგომარეობაშია უკრაინა. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც იქ ხდება. ის განცხადებები, რასაც ვისმენთ თუნდაც ზელენსკის მხრიდან, მეტყველებს მათ უმძიმეს მდგომარეობაზე. მშვიდობა მინდა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.