News Hub: გიორგი ისაკაძე - „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმის მთავარი როლის შემსრულებელი
1735226460
ამ ქალმა პირდაპირ შუბლზე დაიწერა თავისთავად, რომ არის მოღალატე, ის არის თავისი ქვეყნის, თავისი სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხმყოფელი ადამიანი, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთის საზოგადოებრივ რადიოსთან გაკეთებული განცხადება, რომ სპეცდანიშნულების თანამშრომლები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტად ის აღარ იწოდება უკვე დიდი ხანია და ფსკერს იპყრობს ყოველ გამოსვლაზე.
„აყენებს შეურაცხყოფას ჯარს, ეკლესიას, პოლიციელებს, ქართველ ხალხს. დარწმუნებული ვარ, ვიმეორებ, ის როდესაც აღარ იქნება ფორმალურად პრეზიდენტი და დაცვის გარეშე შეიძლება გამოვიდეს ქუჩაში, მარტო ვერ გამოვა. იმიტომ კი არა, რომ იძალადებს მასზე ვინმე, ვინ იკადრებს რომ ხელი გაისვაროს ზურაბიშვილზე, უბრალოდ, შეარცხვენს საზოგადოება და ის მარტო ვეღარ ივლის. ალბათ არც აპირებს საქართველოში ყოფნას, იმდენად ეზიზღება ეს ქვეყანა, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანი ყოველდღე ამტკიცებს იმას, რომ რადიკალური პროცესების უკან, დგას მისი პატრონი უცხოური ძალა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.