ირმა ზავრადაშვილი სერბეთში ვიზიტზე: ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, შევთანხმდით სავაჭრო ურთიერთობების, საგანმანათლებლო, თავისუფალი ვაჭრობის ნაწილში. შეგვპირდნენ, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში საპარლამენტო ჯგუფსაც შექმნიან

ირმა ზავრადაშვილი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირმა ზავრადაშვილი სერბეთში ქართული დელეგაციის ვიზიტს აფასებს. მან მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე იმსჯელეს.

„ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, შევთანხმდით სავაჭრო ურთიერთობების, საგანმანათლებლო, თავისუფალი ვაჭრობის ნაწილში. შეგვპირდნენ, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში საპარლამენტო ჯგუფსაც შექმნიან. პატივს სცემენ და თანმიმდევრული არიან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ნაწილში ისევე, როგორც ჩვენ მათი ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ნაწილში ვართ“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

ირმა ზავრადაშვილი ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ხელმძღვანელობით სერბეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.