1769523710
ირანს შეერთებულ შტატებთან შეთანხმება სურს, რამდენჯერმე დარეკეს, საუბარი უნდათ - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი დაინტერესებულია, დიპლომატიური გზით მოაგვაროს დაძაბულობა შეერთებულ შტატებთან.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ირანთან სიტუაცია „ცვალებადია“ .
„ირანის გვერდით ჩვენ გვყავს დიდი სამხედრო ფლოტი. უფრო დიდი, ვიდრე ვენესუელასთან არის. მათ სურთ შეთანხმება, მე ეს ვიცი. რამდენჯერმე დარეკეს. საუბარი სურთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„აქსიოსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ირანზე დარტყმის შესახებ.
ამასთან, გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიმდინარე კვირში თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან დამატებით კონსულტაციებს გეგმავს.












