ირაკლი ზარქუა ბეატრიქს ფონ შტორჰის მიმართვაზე: ის, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ჰქონდა ადგილი, არაერთხელ დადასტურდა. გარკვეული ორგანიზაციები, თანამდებობის პირები ოფიციალური ჩამოდიოდნენ და მიტინგს გვიწყობდნენ

ზარქუა

ის, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ჰქონდა ადგილი, არაერთხელ დადასტურდა, - ასე ეხმაურება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, ბუნდესტაგის წევრის ბეატრიქს ფონ შტორჰის მიმართვას.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ამაზე მუდმივად საუბრობდა, რომ გარკვეული თანამდებობის პირები საქართველოს შიდა საქმეებში ერეოდნენ.

„ჩვენ ამას პირდაპირ ვამბობდით, გარკვეული ორგანიზაციები, თანამდებობის პირები ოფიციალური ჩამოდიოდნენ და მიტინგს გვიწყობდნენ აქ. აგერ გერმანელი დეპუტატი, ბუნდესტაგის წევრი, რომელიც გამოვიდა და თქვა, ჩვენი წარმომადგენლები ანუ გერმანიის ოფიციალური პირები იყვნენ ჩართული საქართველოს შიდა საქმეებში, ისინიც კი აღიარებენ. აი როთები, რომ იყვნენ პირობითად აქ ჩამოსული, აქ რომ მიტინგს გვიწყობდნენ და რევოლუციურ სცენარს, ეს ხომ არაფერში წერია, ეს არ არის მეგობრული ჟესტი. ჩვენ დავიცავთ ქართველი ხალხის ნებას და არჩევანს და ეს არჩევანია ღირსებით და მშვიდობით ევროპისკენ“,. - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ბუნდესტაგის წევრმა ბეატრიქს ფონ შტორჰიმ, თბილისში ოპოზიციის აქციაზე მყოფი მიხაელ როთის ვიდეო გამოაქვეყნა და ილონ მასკს მიმართა. მიმართვაში ნათქვამია, რომ იმ ფონზე, როცა მიხაილ როთი საჯაროდ ცდილობდა საქართველოში არჩევნებში ჩარევას, ის გერმანელ ხალხს მოუწოდებს, გერმანიის არჩევნებში ვითომ და ჩარევის გამო, ილონ მასკი შეიძულონ.